
„ვინოტელის“ მესაკუთრე ბენო ქაშაკაშვილი რუსულ გამოცემასთან ჰყვება, რა რეაქცია ჰქონდა ტელეჟურნალისტ ვლადიმერ პოზნერს საპროტესტო აქციაზე/
„ვლადიმერ პოზნერისთვის ასეთი დახვედრა მოულოდნელი იყო, მას ცუდი რეაქცია ჰქონდა“ – ამბობს ქაშაკაშვილი.
მისი თქმით, პოზნერი თბილისში ხშირად ჩადის. მან მხოლოდ გასული წელი გააცდინა, ისიც პანდემიის გამო. „ეს იყო ძალიან მძიმე ღამე. სტუმრები წავიდნენ და ისინი აღარ დაბრუნდებიან“ – ფიქრობს სასტუმროს მესაკუთრე.
ჟურნალისტის კითხვას – რატომ დაარღვია „კომენდანტის საათის“ წესი და რატომ მუშაობდა იმ დროს რესტორანი, ქაშაკაშვილი პასუხობს, რომ ეს პოზნერის და მისი თანმხლები პირების გვიანი სტუმრობის გამო მოხდა. თუმცა მიიჩნევს, რომ ასეთ მაღალ ჯარიმას არ იმსახურებდა.
ცნობისთვის, შრომის ინსპექციამ „ვინოტელი“ 10 ათასი ლარით დააჯარიმა.
პოლიციამ თავად ჟურნალისტი და მისი თანმხლები 30 ადამიანიც დააჯარიმა.
შეგახსენებთ, რომ დაბადების დღის აღსანიშნავად თბილისში ჩასულ ვლადიმერ პოზნერს სამოქაქლაქო აქტივისტები საპროტესტო აქციით დახვდნენ, ვინაიდან საქართველოს კარგად ახსოვს ჟურნალისტის განცხადებები რომ „აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი“. აქციის მონაწილეებმა კვერცხები დაუშინეს სასტუმროს, სადაც ჟურნალისტი იყო გაჩერებული. პოზნერი იძულებული გახდა ქვეყანა დროზე ადრე დაეტოვებინა.
რა ხდებოდა ავტობუსში – შიდა კადრები






















