14:02 | 2020-05-30 ავტორი: სალომე ნეფარიძე

„ეს იყო ენით აუწერელი სისასტიკე“ – ეკა ბესელია იუბილარ შვილზე წერს

„ეს იყო ენით აუწერელი სისასტიკე“ – ეკა ბესელია იუბილარ შვილზე წერს

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბე­სე­ლია სოციალურ ქსელს „ფეისბუქზე“ სტატუს აქვეყნებს და შვილს დაბადების დღეს ულოცავს.

 

როგორც თვითონ ამბობს, პირად ცხოვრებაზე და სოციალურ ქსელში შვილებზე იშვითად საუბრობს, თუმცა ახლა სურს, იუბილე რატი მილორავას საჯაროდ მიულოცოს.

 

„როგორც წესი საკუთარ სივრცეში ვაქცევ და ვუფრთხილდები.

 

„საიდან მოდის სილამაზე? ან სად მიდის?“ - ლიკა ქავჟარაძის გამორჩეული გარეგნობის შვილიშვილი
2020-05-28„საიდან მოდის სილამაზე? ან სად მიდის?“ - ლიკა ქავჟარაძის გამორჩეული გარეგნობის შვილიშვილი

 

რატისაც არ უყვარს საჯაროობა, მაგრამ ახლა ძალიან მომინდა ასე მივულოცო მისი დღე. ლამის ერთად გავიზარდეთ… უნივერსიტეტი, სამსახური, რთული წლები ერთად გავიარეთ.

 

იმის გამო, რომ სხვების შვილებს საჯაროდ ვიცავდი და ძალადობას ვუპირისპირდებოდი-წინა ხელისუფლების დროს ჩემი გაჩერება და დასჯა რამდენჯერმე სცადეს ჩემი შვილის მიმართ საფრთხის შექმნით.

 

არაერთხელ გახდა უსამართლობის მსხვერპლი და 16 წლის სკოლის მოსწავლით გამოგვცადეს მთელი ოჯახი … ეს იყო ენით აუწერელი სისასტიკე …
არასოდეს დამიხევია უკან არც მე და არც ჩემს ოჯახს!

 

არასოდეს უთქვამს – ,, დედა შევეშვათ ამ ბრძოლას…„მისი დაცვით ვცდილობდი სხვა დედების გამხნევებას და ამ ბრძოლაში შიშის და კომპრომისების დამარცხებით ვამარცხებდით უსამართლობას…

 

ბევრი რამ გადავიტანეთ, ბევრი რამ დააბრალეს რატის, ბევრი რამის გავლა მოუხდა , მაგრამ როგორც მისმა ნანა მასწავლებელმა ( ნანა ჩაჩუამ) დაწერა ,, რატი იქ დგას საიდანაც კაცები მოდიან…”

 

განსაცდელებმა გაზარდეს მეტად და გააძლიერეს… რთული და შეუძლებელია ამის დაწერა…

 

უნდა მიუტევო – ეს ქრისტიანულია, თუმცა რთულია დაივიწყო ის რაც ყველაზე ძვირფასს და სათუთს ასე ეხება …

 

2020-05-27"ინსულტი გადავიტანე, ჩემი ქალაქიდან გაყვანა გახდა საჭირო..." - თემურ წიკლაური

 

მე კი ამ გასაოცარი ტკივილით და დედის გამოუთქმელი სიყვარულით გავაცნობიერე რომ სხვისი შვილების სიცოცხლის დაცვით იცავ იმ ღირებულებას, რომლითაც შენმა შვილმაც უნდა იცხოვროს !

 

მინდოდა და ვერ ვიპოვე გია ჯაჯანიძის სიურპრიზად ჩაწერილი ინტერვიუ რატისთან 2017 წელს ,რომელიც უთბილესი იყო და მხოლოდ იმიტომ დაარღვია რატიმ საჯაროობის დუმილი ,რომ ჩემთვის სიხარული მოეტანა…

გილოცავ დე შენს დღეს ! დედის სიყვარული ვერავინ ვერ გაზომა ჯერ! ის ლოცვასავით აღწევს ყველგან და მეტია ყველასა და ყველაფერზე“, – წერს ეკა ბესელია. 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X