
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე შენობის ჩამონგრევას თვითმხილველები იხსენებენ.
მათი თქმით,კორპუსის ნგრევას წინ აფეთქების ხმა არ უძღოდა.
” სიმართლე გითხრათ, ის რომ, 26 მაისის კუთხის მხრიდან, სახლს ან სალონის შენობას ჰქონდა ბზარები ეს არ მინახავს, არ ვიცი. ერთი ცხადია, რომ აქ არ იყო არავითარი აფეთქების ხმა, ეს იყო ნგრევის ხმა, რომელიც ალბათ ცხოვრებაში არ წამეშლება ყურთა სმენიდან. ხმას მოჰყვა საშინელი ბუღი, რომელიც შემოიჭრა სახლებში და შემდეგ როგორც კი გავარჩიეთ დავინახეთ საშინელი კადრი, რომ მთლიანად ჩვენ წინ მდებარე სახლი, რომელიც ამდენი ხანია წინა ხედით ვუყურებთ საერთოდ აღარ იყო. იმდენად დიდი ემოცია იყო და შიშის ფაქტორი, რომ 9-10 საათი გავიდა და ვერ გამოვდივართ მდგომარეობიდან
მტკივნეული და ემოციური მხარეა როდესაც ვიცით რომ ნანგრევებში რჩებიან ბავშვები. მათი დედა ამოიყვანეს ძალიან დიდი სიხარულით. სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი უმსგავსობა შემხვდა მაშველი რაზმი რასაც ჩვენ დილის 11:00 საათიდან ვუყურებთ , გარდა ფიზიკური მუშაობისა, გონივრულადაც იმდენად ძლიერად მუშაობენ, რომ ისინი ჩემ თვალში ნამდვილი გმირები არიან”,- განაცხადა თვითმხილველმა “TV პირველთან” საუბრის დროს.”,- განაცხადა თვითმხილველმა “TV პირველთან” საუბრის დროს.
მსგავსი ⇓






















