00:01 | 2020-09-28 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ეს ინფორმაცია პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით სკოლის მოსწავლეების მშობლებს დააინტერესებს – სამინისტროს ოფიციალური განმარტება

ეს ინფორმაცია პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით სკოლის მოსწავლეების მშობლებს დააინტერესებს – სამინისტროს ოფიციალური განმარტება

მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი ოქტომბრიდან თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში, საკლასო ოთახებში სწავლას პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები განაგრძობენ, ფოთსა და გორში კი საკლასო ოთახებში სწავლას ყველა კლასის მოსწავლეები შეძლებენ.

 

ამის მიუხედავად, მშობლებს შეეძლებათ აირჩიონ დისტანციური სწავლების ფორმა.

 

სამინისტრომ მშობლებისთვის პროცედურას განმარტავს:

 

„თუ მშობელს ურჩევნია, რომ ბავშვმა გააგრძელოს სწავლა დისტანციურ ფორმატში, მას ამის შესაძლებლობა ექნება. ეს პროცესი სკოლების მიერ იქნება ორგანიზებული. სწავლის დისტანციურად გაგრძელების თაობაზე მშობელი მიმართავს სკოლას, რომელიც მას დაარეგისტრირებს და მის მოთხოვნას უზრუნველყოფს.“ – ნათქვამია განცხადებაში.

 

წყარო: edu.aris.ge

 

 

ვისთვის (არ) დაიწყება სწავლა 1-ელ ოქტომბერს 
2020-09-25ვისთვის (არ) დაიწყება სწავლა 1-ელ ოქტომბერს 
ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X