22:41 | 2021-04-25 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ეს ისტორიული ჩუსტები რომ მოიგოთ, ანა დოლიძის მიერ გამოცხადებულ კონკურსში უნდა გაიმარჯვოთ – ნახეთ დეტალები

ეს ისტორიული ჩუსტები რომ მოიგოთ, ანა დოლიძის მიერ გამოცხადებულ კონკურსში უნდა გაიმარჯვოთ – ნახეთ დეტალები

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე კონკურსს აცხადებს და ამის შესახებ სოციალურ ქსელში შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს:

 

„ჩემი ძვირფასო ხალხო, როგორც იცით, უახლოეს მომავალში ვემზადებით პარტიის ყრილობისთვის. მინდა შემოგთავაზოთ პატარა კონკურსი.

 

ვარლამ გოლეთიანმა დღეს პრაქტიკულად, ფატალური შეცდომა დაუშვა - გია ხუხაშვილი
2021-04-25ვარლამ გოლეთიანმა დღეს პრაქტიკულად, ფატალური შეცდომა დაუშვა - გია ხუხაშვილი

 

ყრილობისთვის ადგილის მოძებნაში გვინდა თქვენი მონაწილეობა. გთხოვთ, შემოგვთავაზოთ ადგილი, შიგნით ან გარე სივრცე, სადაც დაეტევა დაახლოებით, 350 ადამიანი, რომელიც მოუხდება „ხალხისთვის” სულისკვეთებას. ქირასაც გადავიხდით, ბუნებრივია. სხვების იდეებიც მოიწონეთ აქვე.

 

გამარჯვებული გამოვლინდება უმეტესი მოწონებებით (ლაიქებით) და მიიღებს ისტორიულ ჩუსტებს. (ახალი, 43 ზომა) აბა თქვენი იმედი გვაქვს“, – წერს დოლიძე სოცქსელში.

 

ცნობისთვის, 2019 წელს ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების დაწყებამდე ჩუსტები მიიტანა.

 

როგორც დოლიძემ სხდომაზე აღნიშნა, ვინაიდან იუსტიციის საბჭო მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას გვიანობამდე ატარებს, ამით ირღვევა შრომითი უფლებები. მისივე თქმით, ჩუსტების სხდომაზე მიტანით ის გამოხატა, რომ „საბჭოს წევრებმა საღამოს გასაუბრების დროს თავი კომფორტულად, ოჯახურ გარემოში იგრძნონ“.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X