
„ხშირად ისმის კითხვა, გაჩნდებოდა თუ არა საბურთალოს კლასტერი შეზღუდვები რომ არ შემსუბუქებულიყო“ – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და ამ კითხვას „იმედის“ ეთერში პასუხობს:
„საბურთალოს კლასტერი არ არის ორშაბათს, ან ორშაბათის შემდეგ ჩასახული კლასტერი. ვინაიდან ჩვენ ვიცით, როგორ ვითარდება ინფექცია და მას აქვს 14-დღიანი ინკუბაციის პერიოდი, მოიხსნებოდა თუ არა ეს რეგულაციები, საბურთალოს კლასტერი მაინც აუცილებლად იქნებოდა. ამიტომაც, ჩვენს მოქალაქეებს არ უნდა შეეპაროთ იმაში ეჭვი,, რომ ჩვენ კვლავ ვდგამთ ფრთხილ ნაბიჯებს… მდგომარეობა არის კონტროლის ქვეშ. ამასთან, არ არის სასურველი, რომ ჩვენი მოქალაქეები მოდუნდნენ.“ – განმარტავს ტიკარაძე.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 800 შემთხვევა არის დადასტურებული.
ასევე, გამოჯანმრთელდა კიდევ ექვსი პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 640-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა.























