
ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმაში ბრალდებული გიორგი სახელაშვილის ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ ტელევიზიებმა ფაქტი ისე გააბუქეს, რომ „ბუზი სპილოდ აქციეს“.
როგორც ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, ეს წამიერად წარმოშობილი კონფლიქტი იყო.
„მოწმემ თქვა, რომ კონფლიქტის მიზეზი არ იცის. დღეს, ორი მოწმის დაკითხვის შემდეგ, ის ვერსია, რომელსაც პროკურატურა და სანაია ამბობენ, გაბათილდა, რადგან პროფესიული ნიშნით დევნაზე არავითარი საუბარი არ არის.
ეს არის წამიერად წარმოშობილი ყოფითი კონფლიქტი და წუთიერად დამთავრებული, რომელიც შემდეგ, სამწუხაროდ, თვითონ სანაიამ და ტელევიზიებმა ისე გააბუქეს, რომ “ბუზი სპილოდ აქციეს”, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე არ ყოფილა განხილული, დანარჩენი ყველა მოიცვა ამ თემამ. დღევანდელმა დაკითხვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეს არის თითიდან გამოწოვილი თემა და დაინტერესებული პირების მიერ ასე გახმაურებული საქმე“,- განაცხადა ნიკოლაიშვილმა.






















