
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით საუბრობს. როგროც იგი ამბობს, საზღვრების გახსნა კიდევ ერთი კრიტიკული ნაბიჯი იქნება.
მისი თქმით, ახლა განსაკუთრებული სიფრთხილე გვჭირდება.
„ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ყველაფერი მშვიდად დასრულდება, უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ არ მოხვდნენ ინფიცირებული ტურისტები ქვეყანაში.
საზღვრების გახსნა კიდევ ერთი კრიტიკული ნაბიჯი იქნება. ეს ნაბიჯი გადასადგმელია დიდი სიფრთხილით. ძალიან ბევრ ქვეყანაში სერიოზული პრობლემაა, განსაკუთრებით ჩვენს მეზობელ ქვეყნებში“,- აღნიშნავს ინფექციონისტი.
მისივე თქმით, პირველ რიგში ქვეყნების სია უნდა გაიფილტროს და იმ ქვეყნებიდან უნდა დაიწყონ ტურისტებმა შემოსვლა, სადაც ვირუსის მხრივ კონტროლირებადი სიტუაციაა.























