22:23 | 2021-11-10 ავტორი:

ეს ყველაფერი დამთავრდება სიკვდილით – ნიკოლოზ ყიფშიძე

ეს ყველაფერი დამთავრდება  სიკვდილით – ნიკოლოზ ყიფშიძე

“ეს ყველაფერი, დამთავრდება ერთით – სიკვდილით”,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულების შემდეგ განაცხადა.

 

მისი თქმით, სააკაშვილის ანალიზების პასუხი ზოგ შემთხვევაში გაუარესებულია.

 

ნიკოლოზ ყიფშიძემა ასევე ყურადღება გაამახვილა, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე და აღნიშნა, რომ მას გარკვეული სახის დაზიანებები მართლაც აღენიშნება.

 

“ რაღაც დაზიანებები აქვს. ანალიზები დღეს ჩავატარეთ , რომ გვენახა რა ხდება და როგორ არის, ნაწილი ანალიზების გაუარესებულია. ყველამ მშვენივრად იცის რით დამთავრდება, ეს ყველაფერი, დამთავრდება ერთით – სიკვდილით”,- განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

 

ცნობისთვის, ამ წუთებში, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, გლდანის ციხეში , მის შესაძლო არაადამიანურად მოპყრობის ფაქტზე, სახელმწიფოს ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელი, კითხავს.

 

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის თქმით, გლდანის ციხეში გადაყვანის დროს მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი:

X