14:30 | 2021-09-22 ავტორი: Prime Time

ეს მახსოვს, როგორც ყველაზე შავ-ბნელი დღე – ნუკი კოშკელიშვილი სექსუალური შევიწროვების ფაქტს იხსენებს

ეს მახსოვს, როგორც ყველაზე შავ-ბნელი დღე – ნუკი კოშკელიშვილი სექსუალური შევიწროვების ფაქტს იხსენებს

The Talk შოუს დღევანდელ გადაცემაში, მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი პირადი ცხოვრებიდან სექსუალური შევიწროების შესახებ ერთ უსიამოვნო ფაქტს იხსენებს.

როგორ გამოიყურება თამთა გოდუაძის 26 წლის ქალიშვილი და ვინ არის მომღერლის მულტიმილიონერი რჩეული
2021-09-22როგორ გამოიყურება თამთა გოდუაძის 26 წლის ქალიშვილი და ვინ არის მომღერლის მულტიმილიონერი რჩეული

 

„18 წლის ვიყავი, როცა მოვხვდი ტელევიზიაში და ეს იყო ჩემთვის ოცნების ასრულება. აღმოვჩნდი ერთ-ერთ ტელევიზიაში, ძალიან კარგი უფროსობა შემხვდა, მყავდა არაჩვეულებრივი თანაწამყვანი, მაგრამ იყო ერთ-ერთი პროდიუსერი, რომელიც იყო ძალიან არასასიამოვნო პიროვნება. ერთხელ მე და ჩემი თანაწამყვანი მიგვიყვანეს მასთან, რომ გავსაუბრებოდით, როგორი იქნებოდა ჩვენი პრომო.

 

პრომო იყო საკმაოდ თამამი და ამისთვის მორალურად მზად ვიყავი. როცა შევედი, ეს პროდიუსერი დამხვდა და მითხრა: „შეხედე, როგორი გოგო მოსულა, შენ მზად ხარ იმისთვის, რომ ტელევიზია ნიშნავს სექსს?“ ძალიან შემეშინდა, იმიტომ, რომ არ ვიყავი ამისთვის მზად. ძალიან არასასიამოვნო, დამამცირებელი საუბარი იყო, არაფერი ვუპასუხე, მხოლოდ ვუსმენდი. ჩემი თანამწამყვანი ბევრად უფრო გამოცდილი იყო და მითხრა, არ მიაქციო ყურადღება, სულელია და სერიოზულად არ აღიქვაო. ეს მახსოვს, როგორც ყველაზე შავ-ბნელი დღე“ – ამბობს ნუკი კოშკელიშვილი.

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X