
ევროპული პარლამენტის წევრი ვიოლა ფონ კრამონი სხვადასხვა პარტიას ხვდება. მისი ვიზიტი თბილისში ჟან მანეს ფორმატში იყო დაგეგმილი, რასაც შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტი ითვალისწინებდა, თუმცა შეთანხმების ანულირების შემდეგ ფონ კრამონის პოლიტიკური დღის წესრიგი შეიცვალა. შეცვლილი გეგმების შესახებ ევროპარლამენტარმა “კურიერთან” ისაუბრა:
“მე მქონდა გეგმები, ვიდრე გუშინ აღმოვაჩენდი, რომ “ქართულმა ოცნებამ” საბოლოოდ გადაწყვიტა მრავალპარტიული შეთანხმებიდან უკან დაეხია. შეთანხმებიდან, რომელიც მრავალპარტიულია და მხოლოდ ერთი პარტია ვერ გადაწყვეტს, რომ იგი დაასრულოს და თქვას, რომ იგი ამოწურულია.
არანაირი მისია არ მაქვს, გარდა ჟან მონეს დიალოგისა, თუმცა ამ ახალ სიტუაციაში, როდესაც მმართველმა პარტიამ ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება იმაზე, თუ როგორ ხედავს ამ ქვეყნის საპარლამენტო მომავალს, ეს მართლაც ძალიან დიდი იმედგაცრუებაა ყველა ჩვენგანისთვის და სწორედ ამიტომ ვცდილობ ადგილზევე გარკვევას სხვადასხვა პოლიტიკურ აქტორთან, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ.
არაფორმალური შეხვედრები დაიგეგმა, ჩემი ვიზიტიც არაფორმალურია, თუმცა მე ვაპირებდი ყველა საპარლამენტო ჯგუფთან შეხვედრას პარლამენტში, ახლა უკვე შევთავაზე მათ გადაგვენაცვლებინა სასაუბროდ სხვა ადგილას. ზოგიერთმა მათგანმა მიიღო ეს შეთავაზება, ზოგიერთმა კი არა. ვერ დავკონკრეტდები თუმცა გეტყვით, რომ ხვალ საღამოს გავმართავ პრესკონფერენციას, სადაც შეგეძლებათ ყველა შეკითხვა დამისვათ.
ძალიან ნათელია, თუ რას განვიხილავთ, კერძოდ იმას, თუ რა გზას ადგას საქართველო, რა მიმართულებით მიდის. ეს მართლაც რუსეთის გზაა თუ ჯერ კიდევ ევროპული და როგორ გამოიყურება ევროპული გზა თუ შიდა პოლიტიკა ამ მომენტში ასე თავდაყირა დგას. რაც ახლა ხდება, ძალიან იმედის გამაცრუებელი და სამწუხაროა. მართლად ღრმად ვარ შეშფოთებული,” – აცხადებს ვიოლა ფონ კრამონი
ცნობისთვის, გუშინ, 28 ივლისს “ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ ,თანაგუნდელებთან ერთად განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით შემუშავებული 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია.
კობახიძის განცხადებით, ამ დოკუმენტის მთავარი მიზანი ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულება იყო, თუმცა რადგან ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ “ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა დოკუმენტმა თავის თავი ამოწურა და ის გაუქმებულია.
ცოტა ხნის წინ გააკეთა პირველი კომენტარი ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა. შარლ მიშელის თქმით საქართველოში კონსულტაციებს იწყებს და პარტიებმა პირადი ინტერესების ნაცვლად მოქალაქეების ინტერესები უნდა დააყენონ წინ.
მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას მწვავე კრიტიკა მალევე მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოებისგანაც.
მომხდათან დაკავშირები გააკეთა განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ.
“ ამერიკის შეერთებული შტატები ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია.მმართველი პარტიის ეს გადაწყვეტილება, ქვეყნისთვის, მხოლოდ და მხოლოდ, უფრო მეტ პოლიტიკურ არასტაბილურობას ქმნის და აჩენს კითხვებს „ქართული ოცნების” ერთგულებაზე საქართველოს დემოკრატიული მიზნების მიღწევისადმი, იმ მიზნების, რომელიც პარტიამ თავად განსაზღვრა საქართველოსთვის”,- ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.
























