
სამოქალაქო აქტივისტმა, გიგა მაქარაშვილმა ახალი კამპანია 2 დღის წინ დააანონსა, რაც მიზნად ისახავდა მოქალაქეებისა და ჯანდაცვის სექტორში მომუშავე ადამიანების დახმარებას.
მაქარაშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა, ჩართულიყვნენ და კორონავირუსის წინააღმდეგ ერთად ებრძოლათ.
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ფოტო და ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ზუსტად 2 დღეში 4000 პირბადე, 1100 სადეზინფექციო ხსნარი, 114 სამედიცინო კომბინიზონი, 3000 ხელთათმანი და 150 მეტი მოხალისე მზადაა ქვეყნის სამსახურში, სრულიად უანგაროდ იმსახუროს. „პრაიმტაიმი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
არა, არ გვიწერია გადაშენება. ეს ქვეყანა სავსეა კეთილზე კეთილი ადამიანებით. მეორე დღის ბოლოს ეს ხდება ჩემს თავს:
•4000 პირბადე
•1100 სადეზინფექციო ხსნარი
• 114 სამედიცინო კომბინიზონი
• 3000 ხელთათმანი
150ზე მეტი მოხალისე, რომელიც ანაზღაურების გარეშე მზადაა დღესვე დაიწყოს ნებისმიერი საჭირო საქმის კეთება.
27 სამედიცინო განათლების მქონე მოხალისე, რომელიც მთელს ცოდნას და ენერგიას ჩადებს ინფიცირებულების სიცოცხლის გადასარჩენად. ბუნებრივია სრულიად უფასოდ.
40 გოგონა, რომელიც ვერ გამოდის სახლიდან, თუმცა ძალიან მალე გაივლის ტრენინგს და 24 საათიანი რეჟიმში გიპასუხებთ “ალტერნატიულ ცხელ ხაზზე” და ნებისმიერ მსურველს დამტკიცებული გაიდლაინის მიხედვით გაუწევენ სატელეფონო კონსულტაციას.
უკვე მოგროვდა 30-მდე მოხალისე მძღოლი.
ცალკე ემზადებიან კულინარები, ცხელი წვნიანების მოსამზადებლად, მათთვის, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს.
ეს მხოლოდ დასაწყისია!
ერთად ყველაფერი გამოგვდის და ამ დამპალ ვირუსსაც მოვერევით.
თუ ეს პოსტი ბევრ ადამიანამდე მივა, კიდევ მეტი ჩაერთვება და კიდევ უფრო სწრაფად ვიპოვით ყველაზე გაჭირვებულებს.
Gvantsa Pertia-ს მისწერეთ თუ რამით დახმარება შეგვიძლია გაგიწიოთ ან იქით შეგიძლიათ ვინმეს დაეხმაროთ“ – წერს გიგა მაქარაშვილი






















