15:19 | 2021-07-05 ავტორი: თეონა ყაჭიური

ეს მოძრაობა ჩემთვის დღეს დამთავრდა! – ბაია პატარაია „რიონის მცველებზე“

ეს მოძრაობა ჩემთვის დღეს დამთავრდა! – ბაია პატარაია „რიონის მცველებზე“

უფლებადამცველი ბაია პატარაია რიონის ხეობის მცველების განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს მოძრაობა დღეიდან მისთვის უკვე დამთავრდა.

 

როგორც ბაია პატარაია ამბობს, ეს ხალხი ქრისტიანები არ არიან.

 

„ეს მოძრაობა ჩემთვის დღეს დამთავრდა… და საერთოდ, არც ერთ აქტივისტს არ ვაღიარებ, ვისთვისაც ადამიანის უფლებები უნივერსალური არ არის და არც ერთ ქრისტიანს არ ვაღიარებ, ვისაც თავისი მოყვასი არ უყვარს. ეს ხალხი ქრისტიანები არ არიან, რამხელა ჯვარიც არ უნდა დაიკავონ აწი ხელში. ქრისტიანობა სიყვარულია. ვისაც სიძულვილი ამოძრავებს, ის ღმერთის სახელს ამაოდ ახსენებს.

 

ცნობისთვის, რიონის ხეობის მცველები პრაიდის წინააღმდეგ აქციაზე დასასწრებად თბილისში ჩამოვიდნენ.

 

ცნობისთვის, აქციაზე, რომელიც თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გაიმართა, დაძაბული ვითარებაა. აქციის მონაწილეებმა მედიის წარმომადგენლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც საპატრულო ეკიპაჟების მიერ ჟურნალისტებისა და ოპერატოპრების მშვიდ ადგილზე გადაყვანა გახდა საჭირო.

 

მოძალადეებმა დაარბიეს „სირცხვილიას“ და „თბილისის პრაიდის“ ოფისიც. პრემიერმა განაცხადა, რომ  “მიზანშეუწონელია” “ღირსების მარშის” გამართვა. ამასთან, სამოქალაქო აქტივისტვი, გიგა მაქარაშილი აცხადებს, რომ ღირსების მარში მაინც ჩატარდება.

 

ვიდეო – ვარლამ გოლეთიანი და „რიონის მცველები“ თბილისში არიან

 

 

ასევე ნახეთ:

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X