11:24 | 2021-11-27 ავტორი: Prime Time

ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ძალიან ბევრი ოჯახი გავაბედნიეროთ – რას ჰპირდება კახი კალაძე თბილისელებს

ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ძალიან ბევრი ოჯახი გავაბედნიეროთ – რას ჰპირდება კახი კალაძე თბილისელებს

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქის მერია მასშტაბურ პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც 10 000-მდე ავარიული შენობა-ნაგებობა ჩანაცვლდება. კალაძის თქმით, ძველი საბჭოთადროინდელი შენობების ნაცვლად, თანამედროვე არქიტექტურული ნაგებობები დაიდგმება.

 

პროექტისთვის ყოველწლიურად 30-40 მილიონი ლარი გამოიყოფა.

 

“გვინდა, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს არსებული საყოფაცხოვრებო პირობები გავუუმჯობესოთ, ჩავანაცვლოთ დანგრეული შენობები, რომლებიც ავარიულია და მძიმე მდგომარეობაშია. ათეულობით მილიონ ლარს ვხარჯავთ ყოველწლიურად ასეთი შენობების გამაგრებაში.

 

შემდეგ რას ვიღებთ, გადის 5-6 წელი, ისევ ავარიული ხდება, ისევ პრობლემურია. ეს დაინგრევა, დროებით იჯარით, ორ წლის განმავლობაში, სანამ მშენებლობა განხორციელდება, ეს ოჯახები ქირით გაგვყავს და ყველაფერს ჩვენ ვიხდით, მუნიციპალიტეტი.

 

ათიათასივე შენობა-ნაგებობის ჩანაცვლება ორ-ოთხ წელიწადში შეუძლებელი და გამორიცხულია, ამის ილუზია არავის არ უნდა ჰქონდეს. ყოველწლიურად 30-40 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ძალიან ბევრი ოჯახი გავაბედნიეროთ და ამ განახლებით მივიღებთ ახალ, თანამედროვე არქიტექტურას, ამ დანგრეული, ძველი საბჭოთა დროინდელი შენობების მაგივრად, რაც ძალიან მაგარია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ავტორი: Prime Time

X