
ნიკანორ მელიას ქმედება უნდა შეფასებულიყო, მან შეურაცხყოფა მიაყენა ამ შემთხვევაში ევროკავშირის ოფისსაც იმიტომ, რომ ის შედიოდა ევროკავშირის ოფისში, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებას.
„შეფასება იყო საჭირო და ეს შეფასება უნდა ყოფილიყო მკაფიო. რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი მძიმე პროვოკაცია ხორციელდება, ამას სჭირდება შესაბამისი შეფასება. ასეთი შეფასება არ არის სახეზე ასეთ შემთხვევაში.
სწორედ ასეთი განცხადებები შეიძლება, გახდეს ერთგვარი „მწვანე შუქი” ნიკანორ მელიასთვის იმისათვის, რომ მან განახორციელოს დამატებით ახალი პროვოკაციები. ბუნებრივია, ეს არის ძალიან ცუდი. საჭიროა, მკაფიო შეფასება იმისა, რაც გააკეთა ნიკანორ მელიამ. განცხადება იყო მეტისმეტად რბილი და ეს მეტისმეტად რბილი ნიკანორ მელიამ, რომელსაც ისედაც აქვს ინტელექტის პრობლემა, შეიძლება გაიგოს, როგორც “მწვანე შუქი” შემდგომი პროვოკაციებისთვის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:






















