21:00 | 2021-12-04 ავტორი: Prime Time

„ეს ორი წელი ჩემთვის იყო ჯოჯოხეთი“ – მერაბ კობიაშვილი საკუთარ ემოციებზე პირველად საუბრობს

„ეს ორი წელი ჩემთვის იყო ჯოჯოხეთი“ – მერაბ კობიაშვილი საკუთარ ემოციებზე პირველად საუბრობს

გუდაურში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებული მერაბ კობიაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

 

გორის რაიონულ სასამართლოში, სადაც ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცედურა მიმდინარეობდა, ბრალდებულის საქმეზე საკმარისი ნაფიცი მსაჯულის შერჩევა ვერ მოხერხდა და მისი წინასწარი პატიმრობის ვადაც ამოიწურა.

 

მერაბ კობიაშვილი „ფორმულას“ ეთერში მისი ემოციების შესახებ ჰყვება და ამბობს, რომ გუდაურში მომხდარი საქმე არა მარტო თამაზ გორთამაშვილის ოჯახისთვის, არამედ მისთვისაც ტრაგედიაა.

 

„ეს ორი წელი ჩემთვის იყო ჯოჯოხეთი. ეს ჩემთვისაც არის ტრაგედია ოჯახის შემდეგ. ჩემი სატარებელი არის ეს ტვირთი ცხოვრების ბოლომდე…

 

ეს მოხდა ჩხუბში, ძალადობაში და ალბათ შეცდომებში. მათაც შეეძლოთ, რომ გაენებებინათ თავი და აღარ გამკარებოდნენ. ყოველი ჩვენი შეხვედრა მთავრდებოდა ცემით და ფურთხით. ყოველთვის, დაძინების და გაღვიძების დროსაც ამ ამბავზე ვფიქრობ“,- ამბობს მერაბ კობიაშვილი.

 

კითხვაზე, უფიქრია თუ არა მას მოკლულის ოჯახთან შეხვედრა, კობიაშვილი პასუხობს:

 

„ცუდი არ იქნებოდა, ჩემით პირადად ამეხსნა, რომ მე ეს განზრახვა არ მქონია. მაგრამ ვფიქრობდი, რომ თვითონ არ ექნებოდათ ჩემი ხმის გაგების სურვილიც კი“,- აღნიშნავს მერაბ კობიაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა კაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X