16:00 | 2020-05-27 ავტორი: თეონა ყაჭიური

ეს ორი თვე როგორ იცხოვრა ხალხმა, ვეკითხებით ამას? – ირმა ინაშვილი

ეს ორი თვე როგორ იცხოვრა ხალხმა, ვეკითხებით ამას? – ირმა ინაშვილი

დღეს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში კორონავირუსითან დაკავშირებით ანგარიშს წარადგენს.

 

კითხვების დასმის დროს „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა მას დახმარებებთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა.

პოეზიის 5 წუთი პარლამენტში - ნატო ჩხეიძემ გახარიას ლექსი წაუკითხა
2020-05-27პოეზიის 5 წუთი პარლამენტში - ნატო ჩხეიძემ გახარიას ლექსი წაუკითხა

 

როგორც ირმა ინაშვილი ამბობს, მნიშვნელოვანია, რომ წინასწარი სცენარი გათვლილი იყოს.

 

„მთავარია უსაბუთო თვითდასაქმებულების საკითხი, რომელთაც ამის დადასტურება ძალიან უჭირთ და ვფიქრობ, რომ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი.

 

მნიშვნელოვანია, რომ დღეს დავეხმაროთ ადამიანებს. მთვარი, რაც, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ, ისაა, რომ დღეს ვერ შევძელით მათი დახმარება. მთავრობა ხალხს ეუბნება, რომ ეს იქნება ორი თვის შემდეგ და ეს ორი თვე როგორ იცხოვრა ხალხმა, ვეკითხებით ამას?

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ წინასწარ გვქონდეს გათვლილი ყველა სცენარი: შემოდგომაზე რა ტიპის კრიზისს ველით, რომ შემდეგ არ აღმოვჩნდეთ იმ ფაქტის წინაშე, რომ, თურმე, არჩევნები გადაიდო.

 

კარგი იქნება, ბატონო გიორგი, თუ გვეტყვით, მიმდინარეობს თუ არა მუშაობა სხვადასხვა ტიპის სცენარზე“,- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X