20:15 | 2020-07-02 ავტორი: თამარ გონგაძე

“ეს პატარა გოგო ვაჟკაციც არის” – იუბილარ ნატო მეტონიძეს ლიზა ბაგრატიონი ახასიათებს

“ეს პატარა გოგო ვაჟკაციც არის” – იუბილარ ნატო მეტონიძეს ლიზა ბაგრატიონი ახასიათებს

ნატო მეტონიძე იუბილარია. მომღერალი 48 წლის გახდა. ნატო თავისი სტილით ყველასგან გამოირჩევა. არის სადა და დახვეწილი.

 

მისი შემოქმედებიდან პირველი, რაც გახსენდება გია ყანჩელზე გაკეთებული პროექტია, “არტ-იმედის” დროს განხორციელებული მუსიკალური შოუ, ოღონდ მოსასმენი შოუ, რომელშიც ყანჩელის კინოსა და თეატრისთვის შექმნილი მუსიკა მისი ხმით გაჟღერდა.

 

“ყველას რაიმე აქვს სახსოვარი”- ასე ერქვა ამ პროექტს, რომელმაც ნატო ფართოდ პოპულარული გახადა.

 

ლიზას და ნატოს მეგობრობა სამ ათეულ წელს ითვლის. ბაგრატიონი და მეტონიძე ყველგან განუყრელები არიან და ეს იმდენად ამსგავსებთ ერთმანეთს, რომ უცნობებს ხშირად ერევათ კიდეც.

 

ლიზა “პრაიმტაიმის” მეშვეობით მეგობარს დაბადების დღეს ულოცავს.

 

Liza Bagrationi-ს ფოტო.

 

ლიზა ბაგრატიონი: – ნატო ჩემთვის ყველაზე კარგი მომღერალი, ადამიანი, მეგობარი და ბევრ რამეში მაგალითია. მაგალითია ყველაფერში – მუსიკალური გემოვნება იქნება ეს, თუ ადამიანური თვისებები. ვთვლი, რომ ნატო განგების საჩუქარია ჩემთვის. მინდა ჯანმრთელი, გახარებული და წარმატებული იყოს.

დუეტში ხშირად ვმღერით. ჩემს კონცერტებში სულ მონაწილეობს, ყველა საკითხში ჩემი ზურგი, თანამებრძოლი და თანამოაზრეა.

 

– და მაინც გვითხარით თვისება, რითიც მას არ ვიცნობთ.

 

– ერთგული, კეთილშობილი, მზრუნველი და ეს პატარა გოგო ვაჟკაციც არის. აბსოლუტურად მებრძოლი ადამიანია, რომელიც ფრონტის ხაზზე ისე გაგიძღვება, რომ არ შედრკება.

2020-06-26"ცოტა ძალა დავატანეთ" - 60 წლის ეკა მამალაძის პანდემიური კონცერტი

 

გარეგნულ იმიჯთან თითქოს შეუთავსებელი თვისებები აქვს. მას შეუძლია ყველა კარი და ბარიერი გაარღვიოს უსამართლობასთან საბრძოლველად. აბსოლუტურად უცნობი ადამიანებისთვის შეანგრიოს კარები და ადამიანებს გვერდში დაუდგეს.

 

შინაგანად ქველმოქმედია. ყველაფერს გააკეთებს, რომ გაჭირვებულ ადამიანს გვერდით ამოუდგეს, ხელი შეუწყოს განვითარებაში, ხშირ შემთხვევაში – გადარჩენაში.

ავტორი: თამარ გონგაძე

X