
“ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს”,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისი თქმით, ციხის საავადმყოფოში სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
“ასევე, ციხის საავადმყოფოში არის მხოლოდ 2 ქირურგი. ერთი ქირურგი კოტე ჭანატურია სასჯელს იხდიდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ბავშვის გატაცებაზე, ჩვენი ინფორმაციით ასეა და მისი მეუღლე გახლავთ კახეთის რეგიონის ოცნების კოროოდინატორი.
მე ვსაუბრობ ქირურგზე რომელიც იქ იმყოფება, რომელიც ყოფილი პატიმარია და აქვს ინტერესთა კონფლიქტი სააკაშვილის ხელისუფლებასთან და პირადად სააკაშვილთან.
ასევე, ციხის საავადმყოფოში ამ დროისთვის არის 2 თერაპევტი, სამი ინფექციონისტი, 1 ვენეროლოგი, 4 ექთანი მიმღებაში და რენდგენს იღებს ლაბორანტი პორტატული აპარატით, ასევე არის 2 ექიმი ფსიქიატრი.
ეს არის ის მწირი ჩამონათვალი, რომელიც ახლა არის ამ კლინიკაში.
ამ დღეების განმავლობაში სასწრაფო წესით ხდება კლინიკაში ფუნქციური საწოლების და პორტატიული სარეანიმაციო აპარატების განთავსება საოპერაციო ბლოკში. მიუხედავად ამ ყველაფრისა, აღნიშნული აპარატურა ვერ გახდება ფუნქციონალური სააკაშვილის შესაძლო გადაყვანამდე და ამას გარდა, ამ დაწესებულებას უბრალოდ არ აქვს ლიცენზია ამ მომსახურების შესახებ. ულიცენზიო დაწესებულებაში განიხილავენ სააკაშვილის გადაყვანას. ასევე, არ არსებობენ ამ დაწესებულებაში, რომც შეიტანონ აპარატურა, კომპეტენტური პირები ვინც განახორციელებს სამედიცინო მომსახურებას.
ამას გარდა, როგორც მე გითხარით, გადაწყვეტილება იყო მიღებული ციხის საავადმყოფოს მაქსიმალური გაწოვის და რეფერალურ კლინიკებში პატიმრების გადაყვანის და დღეს, კლინიკა ვივა მედმა დაგვიდასტურა, რომ ხელშეკრულება პენიტენციურ სამსახურთან 2 წლის წინ გაფორმდა და ყოველწლიურად წლის განმავლობაში 2 ათასამდე პატიმარი მკურნალობს ვივა მედში, მათ შორის მოშიმშილე პატიმრები.
უმნიშვნელოვანესი ფაქტი მინდა გითხრათ, არ ვაპირებ მე სამედიცინო საიდუმლოების დარღვევას და სახელების და გვარების დასახელებას პაციენტების. კლინიკაში როგორც გითხარით არის 2 ფსიქიატრიმ 40-ზე მეტი ფსიქიკურად დაავადებული პატიმარი აქედან უმრავლესობა, დაახლოებით სამი მეოთხედი გადის ე.წ. არანებაყოფლობით მკურნალობას, რაც ნიშნავს იმას, რომ ესენი არიან ფსიქოზიანი პატიმრები მიდრეკლი აგრესიული და ძალადობრივი ზემოქმედებისკენ.
ფსიქიატრიული პატიმრების მკურნალობისთვის აქ არავითარი პირობები არ არის. შესაბამისად, ეს პატიმრები წარმოადგენენ საშიშრობას გარესამყაროსთვის და პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილისთვის და რაც ძალიან მნიშვნალეოვანია, კიდევ უფრო მძიმე დარღვევა დღეს ციხის საავადმყოფოში არ არიან სანიტრები და მათ ფუნქციას ასრულებენ პატიმრები, რომლებსაც შეთავხებული აქვთ სანიტრების ფუნქცია. ეს არის სრული კატასტროფა. ამ პატიმრებს, რომლებიც სანიტრები არიან, მე არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო ნამდვილად, მაგრამ ამ პატიმრებს აქვთ სრული ხელმისაწვდომობა მიხეილ სააკაშვილთან”,- განაცხადა გვარამიამ.
ცნობისათვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის უკვე 27 დღეა შიმშილობს.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















