09:21 | 2021-11-04 ავტორი: Prime Time

ეს ქალბატონი ვიწროპარტიული ორგანიზაციის პრეზიდენტია, რომელსაც „ქართული ოცნება” ჰქვია – უდუმაშვილი სალომე ზურაბიშვილზე ​

ეს ქალბატონი ვიწროპარტიული ორგანიზაციის პრეზიდენტია, რომელსაც „ქართული ოცნება” ჰქვია – უდუმაშვილი სალომე ზურაბიშვილზე ​

პარლამენტის ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” წევრი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის ქვეყნის პრეზიდენტი, ის ვიწროპარტიული ორგანიზაციის პრეზიდენტია, რომელსაც “ქართული ოცნება” ჰქვია.

 

„ეს ქალბატონი არ არის ქვეყნის პრეზიდენტი და ვერც ათვითცნობიერებს, რომ ქვეყნის პრეზიდენტია. ის არის უბრალოდ ვიწროპარტიული ორგანიზაციის პრეზიდენტი, რომელსაც “ქართული ოცნება” ჰქვია. რა მოლოდინი უნდა გქონდეს, რომ ის სახელმწიფოებრივ ნაბიჯს გადადგამს, მაგრამ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ახლა სალომე ზურაბიშვილი რა განცხადებას გააკეთებს და რას იტყვის. ახლა მნიშვნელობა აქვს ჩვენ – საქართველოს მოქალაქეები რას ვიზამთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დასაცავად,” – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X