14:13 | 2020-05-11 ავტორი: Prime Time

ეს ქალი 1908 წელს დაიბადა – გაიცანით 112 წლის ზინაიდა შამუგია

ეს ქალი 1908 წელს დაიბადა – გაიცანით 112 წლის ზინაიდა შამუგია

გალის რაიონის სოფელ ბარღებში მცხოვრებმა 112 წლის ზინაიდა შამუგიამ დაბადების დღე უახლესი ნათესავების, ახლობლების და მეზობლების წრეში აღნიშნა.

 

„ზინა ბებო თავს მხნედ გრძნობს. მისი იუბილე მხიარულად აღვნიშნეთ. თავადაც ასწია ჭიქა და ყველას დღეგრძელობა გვისურვა,ამ პანდემიის დროს“, – ამბობს უხუცესი ქალის ნათესავი მაია ქეცბაია.

 

ზინა შამუგია 1908 წელს სოფელ ბარღებში დაიბადა. იგი ცოცხალი მოწმეა ენგურჰესის კაშხლის მშენებლობის, სადაც 10 წლის მანძილზე მუშაობდა.

 

იმავე პერიოდში მუშაობდა რაიონულ ჩაის ფაბრიკაშიც. ას წელს გადაცილებულ ქალს შრომითი წარმატებებისთვის არაერთი ჯილდო აქვს მიღებული.

 

ასაკის მიუხედავად, ზინა შამუგია დღესაც აქტიურად შრომობს: უვლის საკუთარ ბოსტანსა და თხილის პლანტაციას.

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: Prime Time

X