14:46 | 2020-04-09 ავტორი: Prime Time

ეს ქველმოქმედების უპრეცედენტო მაგალითია – ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის შემოწირულობაზე

ეს ქველმოქმედების უპრეცედენტო მაგალითია – ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის შემოწირულობაზე

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას უპრეცედენტო უწოდა.

 

ირაკლი კობახიძის თქმით, ეს ის შემთხვევაა როდესაც პრაქტიკულად კომენტარიც კი არ ჭირდება ფაქტს.

 

„ფაქტი არის თვითონ კომენტარი – მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ უკვე წლებია ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი, ფონდი „ქართუ“ გამოირჩევა უპრეცენდენტო ქველმოქმედებით.

 

ესეც არის მორიგი უპრეცედენტო მაგალითი ისეთი ქველმოქმედების, რაც ბუნებრივია ძალიან დაეხმარება სახელმწიფოს იმ პრობლემების დაძლევაში, რომელიც დაკავშირებულია პანდემიასთან და ეპიდემიასთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

8 აპრილის მონაცემებით, სხვადასხვა კომპანიებისა და კერძო პირების მიერ ვირუსთან ბრძოლის მიზნით ჩარიცხული თანხის საერთო ოდენობა ამ დრომდე 24 მილიონ ლარს შეადგენდა.

 

მოულოდნელად ეს რიცხვი 124 მილიონი ლარი გახდა.

 

როგორც გაირკვა, ყველაზე მსხვილი შესაწირი 100 მილიონი ლარი ბიძინა ივანიშვილმა გაიღო.

ავტორი: Prime Time

X