18:01 | 2021-10-29 ავტორი: Prime Time

ეს სახლი თბილისში 8 მილიონ დოლარზე მეტი ღირს – დაათვალიერეთ ფოტოები და შეაფასეთ

ეს სახლი თბილისში 8 მილიონ დოლარზე მეტი ღირს – დაათვალიერეთ ფოტოები და შეაფასეთ

ყველამ იცის, რომ თბილისში კერძო სახლის ყიდვა ძვირი სიამოვნებაა, თუმცა ფოტოები, რომელთაც ნახავთ, ნამდვილად გაგაოცებთ.

 

ss.ge-ზე თუ შეხვალთ და თბილისში გასაყიდ სახლებს დაათვალიერებთ, რამდენიმე მილიონიან მდიდრულ „სასახლეებსაც” გადააწყდებით, რომლებიც გულგრილს არ დაგტოვებთ.

 

მრავალმილიონიანი სახლების ყიდვა თბილისის ბევრ უბანში შეგიძლიათ.

 

დიდი დიღომი

ამ მდიდრული სახლის ფართი 630.85m²-ია, რომელიც 12 ოთახისა და 5 საძინებლისაგან შედგება.

მისი ღირებულება 2 060 000 $-ია. არის კარგად გამწვანებული ტერიტორია და იდეალურია დიდი ოჯახისთვის.

 

დიდი დიღომი

ვისაც ცხელი ზაფხული აშინებს და აუზე სირულიც უყვართ, მათ დიდ დიღომში არსებული ეს არაჩვეულებრივი სახლი აუცილებლად მოეწონებათ, ოღონდ მან ცხოვრება ძვირი სიამოვნებაა და 8 458 000 ლარი უნდა გადაიხადოს. სახლის ფართია 1500m², აქვს 8 ოთახი და 7 საძინებელი.

 

სოლოლაკი

ვისაც ძველი კერძო სახლები მოსწონს, ბიზნესიც ეხერხება და კარგი შემოსავალი აქვს, თბილისს ასეთი ადამიანების დაკმაყოფილებაც შეუძლია.

ფოტოზე ნაჩვენები სახლის ღირებულებაა 6 434 000 ლარი და ქალაქის ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე მდებარეობს.

მიწის ფართობი არის 327 კვ.მ ხოლო სახლი 450 კვ.მ. იდეალურად გამოდგება სასტუმროსთვის ან სხვა ბიზნესისთვის.

 

ვაკე

May be an image of შიგნით

2 000 000$-ად შეიძენთ კერძო, მდიდრულ სახლს ქალაქის პრესტიჟულ უბანში. მისი ფართია 1053m². აქვს 53 ოთახი და 8 საძინებელი.

 

ორთაჭალა

3 000 000$-ად ულამაზესი სახლის შეძენა შეუძლიათ ფუფუნების მოყვარულებს ორთაჭალაში.

სახლი ორ სართულიანია, დიდი ეზოთი, ცენტრალური გათბობით. ავეჯითა და ტექნიკით არჭურვილი. პირველ სართულზე გაკეთებულია თბილი იატაკი. ყველა საძინებელს აქვს თავისი გარდერობი და სველი წერტილი. ტერიტორია კონტროლდება ვიდეოკამერებით.

სახლის ფართი 320m².  7 ოთახი და 3 საძინებელი.

 

დიდი დიღომი

ძველებური შუა საუკუნეების სტილის იდეალური ვილა,  700 კვ.მ საცხოვრებელი ფართი, მოიცავს 6 საძინებელს, მასტერბედრუმებით, 4536 კვ.მ მიწის ნაკვეთს, გაშენებული ვაზით, დეკორატიული მცენარეებით და ჩანჩქერით, სახლს გააჩნია დახურული აუზი, შიდა და გარე სამზარეულო დაინტერესების შემთხვევაში დეტალების დასაზუსტებლად დაგვიკავშირდით. ფასი 3 500 000 $.

 

დიდი დიღომი

ვისაც სიძველე არ უყვარს და თანამედროვე არქიტექტურას ანიჭებს უპირატესობას ეს სახლი აუცილებლად მოეწონება.

არის ახალაშენებული კერძო სახლი, ორიგინალური დიზაინით, 2 სართულიანი 800 კვ.მ , ვიტრაჟული , თანამედრვე იდეალური რემონტით , აქტივის ინტერიერზე იმუშავა ქვეყნის წამყვანმა დიზაინერებმა , მოიცავს 7 საძინებელს , ყველა მასტერბედრუმით , სავარჯიშო სატრენაჟორო, გასართობ დარბაზებს , ვერანდებს , ავტოფარეხს 3 ავტომობილზე , ეზოში საცურაო აუზით , დაცვით ოთახით და მომსახურე პორსონალისთვის განკუთვლი სივრცით , ფასი 3 000 000 აშშ დოლარი.

 

დიდი დიღომი

 

9 000 000 ლარად შეიძენთ ამ კომფორტულ სახლს ულამაზესი ხედებით. არის 650 კვ.მ. ახალაშენებული 2 სართულიანი კერძო სახლი, ვიტრაჟული, თანამედროვე იდეალური რემონტით, აქტივის ინტერიერზე იმუშავა ქვეყნის წამყვანმა დიზაინერებმა, მოიცავს 6 საძინებელს, სამი მასტერბედრუმით, სავარჯიშო სატრენაჟორო, გასართობ დარბაზებს , ვერანდებს, ავტოფარეხს 3 ავტომობილზე, ეზოში საცურაო აუზით, დაცვით ოთახით და მომსახურე პერსონალისთვის განკუთვლი სივრცით.

 

დიდი დიღომი

 

აბსლოლუტურად გარემონტებული, უმაღლესი ხარისხის ავეჯითა და ტექნიკით, საყოფაცხოვრებო ნივთებით. ეზო გამწვანებული, მოპირკეთებული, გალავნით, დაცვა, სიგნალიზაცია. ეზოს საერთო ფართობი: 2000მ2. ფასი: 4 000 000 აშშ. დოლარი.

 

დიდი დიღომი

დაბოლოს, სართულიანი, ვიტრაჟული და ძალიან თანამედროვე კერძო სახლი დიღომში, უმაღლესი დონის რემონტით, აუზით, ავეჯით და ტექნიკით, ც/გ, კონდიციონერით, ულამაზესი ეზოთი, 5 საძინებელი თავის სველი წერტილებით, ცალკე სამზარეულოთი, საბილიარდო ოთხით, ბუხრით, მარნით, ეზოში პარკინგის ადგილიებით, იდეალური საცოვრებელი პირობებით, 24 საათიანი დაცვით. ფასი 5 650 000$.

 

წყარო: ss.ge

 

 

ავტორი: Prime Time

X