11:33 | 2020-06-22 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ეს შენობა ვეღარ იქნება ადგილი ჩემი ბრძოლისთვის! – ანა დოლიძემ იუსტიციის საბჭოში თანამდებობა დატოვა

ეს შენობა ვეღარ იქნება ადგილი ჩემი ბრძოლისთვის! – ანა დოლიძემ იუსტიციის საბჭოში თანამდებობა დატოვა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ, თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ დოლიძემ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„მე დავაარსე მოძრაობა ხალხისთვის, რომელის უპირველესი ამოცანაა, საჯარო დღის წესრიგში შევიტანოთ ხალხის პრობლემები, რამდენიმე დღის წინ მე ხელი მოვაწერე მემორანდუმს ახალი პლატფორმის შექმნის შესახებ, რომლის მზიანია ჩამოართვას საჯარო დღის წესრიგზე მონოპოლია ორ უმთავრეს ძალას.

 

ანა დოლიძის განცახდებით, მხოლოდ დემოკრატიულ პოლიტიკურ პარტიებთან ითანამშრომლებს
2020-06-02ანა დოლიძის განცახდებით, მხოლოდ დემოკრატიულ პოლიტიკურ პარტიებთან ითანამშრომლებს

 

ამ პლატფორმის ხელმოწერის პროცესებთან დაკავშირებით, ჩემს მიმართ გამძაფრდა ორკესტირებული ბინძური PR კამპანია. ამოქმედდა სქემა 108. 108 საპარლამენტო ხმა და ბინძური პიარ კამპანიების მიზანია პირველი ყველა შესაძლებლობით არ დაუშვას საზოგადოებრივ დღის წესრიგში იმ ძალების შექმნა, რომელსაც შეუძლია ორი მთავარი პოლიტიკური ძალის დემონოპოლიზაცია.

 

ამ ბინძური PR კამპანიას არ წარმოუდგენია არც ერთი სამართლებრივი დოკუმენტი საკუთარი კამპანიის მიზნების მხარდასაჭერად. ამ ბინძური PR კამპანიის მიზანია გააუფასუროს ის ბრძოლა, რომელიც ორი წლის განმავლობაში მქონდა ამ შენობაში. ამ ბინძური PR კამპანიის მიზანია შექმნას სეირი იუსტიციის საბჭოში, რომელსაც პოპ-კორნით სიამოვნებით უყურებს კლანი და უყურებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება.

 

მაშინ, როდესაც ქვეყანას სჭირდება რეალური მუშაობა განვითარებისთვის ეს შენობა ვეღარ იქნება ასპარეზი ჩემი ბრძოლის. ეს შენობა რჩება მხოლოდ და მხოლოდ იმ ავგიას თავლად, რომელსაც სჭირდება დალაგება. მე დღეს გავუგზავნი განცხადებას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და გავუადვილებ მას იმ გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც თავად ვერ მიიღო და დავტოვებ იუსტიციის საბჭოს. შევუდგები მთელი ჩემი რესურსით მოძრაობა „ხალხისთვის“ შენებას იმისთვის, რომ გავაგრძელო ის მისია და ბრძოლა, რომელშიც, სამწუხაროდ, ამ შენობაში მე დავრჩი მარტო“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

 

ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი 2018 წლიდან იყო. მან ცოტა ხნის წინ ალეკო ელისაშვილთან. ლევან კობერიძესთან და ლევან იოსელიანთან ერთად პოლიტიკური პარტია შექმნა.

 

არასამთავრობო ორგანიზაციები მას მოუწოდებდნენ, რომ პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბების შემთხვევაში მას იუსტიციის უმაღლესი საბჭოში თანამდებობა დაეტოვებინა.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X