20:00 | 2020-03-23 ავტორი: ანეტი მიქელაძე

ეს შიდა გადაცემა არ არის, ეს ახალი კლასტერია – მარინა ენდელაძე 4 ახალ შემთხვევაზე

ეს შიდა გადაცემა არ არის, ეს ახალი კლასტერია – მარინა ენდელაძე 4 ახალ შემთხვევაზე

კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო საათებში 7-ით გაიზარდა და ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდ-19-ის 61 შემთხვევაა გამოვლენილი.

 

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, 3 შემთხვევა გამოვლინდა აჭარაში, ხოლო 4 თბილისში. აჭარაში გამოვლენილებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა 4 პაციენტი ამერიკის შეერთებული შტატებიდან არიან ჩამოსულები და ისინი წარმოადგენენ ახალ კლასტერს.

 

ენდელაძის თქმით, ოთხივე ადამიანი იზოლაციაში იმყოფებოდა და ეს შიდა გადაცემის შემთხვევა არ არის. „მათი ზოგადი მდგომარეობა მძიმე არ არის. ჩატარდება კვლევები და დაიწყება მკურნალობა“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X