
სუროგაციის ცენტრის ხელმძღვანელი მარიამ კუკუნაშვილი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება. მისი თქმით, სააკაშვილისთვის შიმშილობა დიდი რისკის შემცველია და მას შეიძლება განუვითარდეს სეროტონინული სინდრომი.
„შიმშილობა სააკაშვილისთვის არის ძალიან დიდი რისკი. მისი მდგომარეობიდან გამომდინარე შიმშილზე დიდი შესაძლებლობაა განუვითარდეს სეროტონინული სინდრომი, რაც ძალიან უეცრად მთავრდება სიკვდილით. შიმშილი ბიპოლარული/ ციკლოთიმიური მდგომარეობის ადამიანებში ასტიმულირებს ადრენალინის და სეროტონინის დიდი ოდენობით გამოყოფას.
ადამიანი პირველ ეტაპზე შიმშილის მიუხედავად თავს გრძნობს ძალიან კარგად (სეროტონინის ეფექტი) და როცა თავს კარგად ვეღარ გრძნობს, ეს უკვე მაშინ ხდება, როცა კარგავს გონებას და დგება სეროტონინ სინდრომი, რაც გულის გაჩერებას იწვევს… ხშირია, როდესაც ზემოთაღნიშნული მდგომარეობის მისდიაგნოსტირება ხდება და ექიმს მხედველობიდან ეპარება სეროტონინ სინდრომის დადგომის წინა მდგომარეობა. დიდი ალბათობით, მგონია, ზუსტად მისდიაგნოსტირებასთან გვაქვს საქმე, როდესაც ამბობს, რომ მაგარი ორგანიზმი აქვს და უარესს მოელოდა… „მაგარი“ სეროტონინ ეფექტია და საშიშიაა…“, – წერს კუკუნაშვილი სოცქსელში.
ახეთ სხვა ყველაზე კითხვადი სიახლეები და ვიდეოები






















