
მეგობრებო მიუხედავად იმისა, რომ ენმ-მ ამ ოლქში არ დააყენა კანდიდატი, არ ნიშნავს, რომ ამ მევახშეს ვუჭერთ მხარს მაჟორიტარულ ნაწილშიც კი! – წერს სოციალურ ქსელში, ნაციონალური მოძრაობის წევრი ლაშა ცუცქირიძე.
ის ლელოს დამფუძნებელზე პოსტს და მამუკა ხაზარაძის ფოტოს აქვეყნებს.
ლაშა ცუცქირიძე მამუკა ხაზარაძეს სიცრუეში ამხელს და წერს, რომ ხაზარაძეს ნაციონალური მოძრაობის სახელით, ამომრჩეველი შეცდომაში შეჰყავს – თითქოს ენმ-ი საბურთალოს ოლქში მხარს ლელოს უჭერს.
ის აღნიშნავს, რომ ეს შეცდომაა და ევროპული საქართველოს მსგავსად, ამ ხერხეს ახლა, ლელო მიმართავს.
„დაზუსტებული ინფორმაციით, რომელიც არაერთი წყაროდან მივიღეთ, ეს ბატონი ხვდება ამომრჩეველს და ატყუებს, რომ თურმე ენმ-ს საბურთალოს ორგანიზაცია და მისი აქტივი უჭერს მხარს პარტია “ლელოს” მაჟორიტარ კანდიდატს საბურთალოზე, რაც ს ი ც რ უ ე ა !!!
მეგობრებო მიუხედავად იმისა, რომ ენმ-მ ამ ოლქში არ დააყენა კანდიდატი, არ ნიშნავს, რომ ამ მევახშეს ვუჭერთ მხარს მაჟორიტარულ ნაწილშიც კი!
ბ. ხაზარაძევ, მგონი დროა მოეშვათ ბოკერიულ სვლებს, თორემ ძალიან შერცხვებით იმ 2 კაცთანაც, ვინც შეძელით და გააბრიყვეთ!” – წერს ლაშა ცუცქირიძე.























