
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არაადამიანურად ეპყრობიან, წინა ხელისუფლების მიერ ნაწამები ადამიანები ეხმაურებიან.
როგორც “პრაიმტაიმთან” საუბრისას “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების მიერ სასტიკად ნაცემმა პოლიტიკოსმა ვალერი გელაშვილმა განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი საკუთარი განცხადებებითა და ქმედებით ხელისუფლებას დასცინის.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ განცხადებებში გულწრფელი არასდროს ყოფილა.
„მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას დასცინის, ეს რა წამებაა? პირიქით. სააკაშვილი თავხედობას რომ ბედავს, ეს ჩვენი ხელისუფლების ბრალია. სააკაშვილს 6 წელიწადი აქვს მისჯილი და კანონი ყველასთვის კანონი უნდა იყოს. სააკაშვილი ციხიდან ვერ გამოვა, არსებობს შეწყალების გზა, მაგრამ სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ არასდროს შეიწყალებს. სააკაშვილი თავიდანვე თავხედი იყო და ბოლომდე თავხედი დარჩა. ის ამბობს, რომ შიმშილობს და ავადმყოფია? ისე მართალს ამბობს, ბავშვობიდან ავადმყოფია.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელს პოლიტიკოსის, ვალერი გელაშვილის სასტიკად ცემის გამოც იხდის, მას აღნიშნული დანაშაულის გამო, 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓























