21:51 | 2021-12-03 ავტორი:

ეს ჭაობის არსება სანდრას ფრჩხილის ფასიც არ ღირს – მიხეილ სააკაშვილი წულუკიანზე

ეს ჭაობის არსება სანდრას ფრჩხილის ფასიც არ ღირს – მიხეილ სააკაშვილი წულუკიანზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში სიტყვით გამოსვლას სოციალურ ქსელში გამეხმაურა.

 

 

“დღეს წულუკიანმა გამოაცხადა, რომ გარდა იმისა, რომ მე კაცის მკვლელი ვარ, (ყველაფერი ჰილარი კლინტონის დალეულ “რედ ბულამდე” დავიდა, ეტყობა “რედ ბული” განსაკუთრებით მომაკვდინებელია სახელმწიფო მდივნებისთვის) თურმე სანდრას დაპატიმრებას ვითხოვ.

 

 

ეს ჭაობის არსება სანდრას ფრჩხილის ფასიც რომ არ ღირს, არაუშავს? მე სწორედ იმაზე ვისაუბრე, თუ რამდენი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა სანდრამ. ის მუდმივად შერჩება საქართველოსა და ევროპის ისტორიას, ეს არარაობები კი სულ მალე დაგვავიწყდება, როგორც ცუდი სიზმარი“, – წერს მიხეილ სააკაშილი.

ავტორი:

X