16:08 | 2021-06-20 ავტორი: Prime Time

ეს ცეცხლთან თამაშია, ჯერ კორონავირუსული ინფექცია არ დაგვიმარცხებია – გამყრელიძე მოქალაქეებს მიმართავს

ეს ცეცხლთან თამაშია, ჯერ კორონავირუსული ინფექცია არ დაგვიმარცხებია – გამყრელიძე მოქალაქეებს მიმართავს

„ეს ცეცხლთან თამაშია – ჩვენ ჯერკორონავირუსული ინფექცია არ დაგვიმარცხებია“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ არსებული ეპიდვითარების შეფასებისას.

 

 

„დღესაც 521 შემთხვევა იყო, 12 ადამიანი დაიღუპა ბოლო 24 საათში, ეს ხომ სერიოზული ციფრებია პატარა საქართველოსთვის. ამიტომ, ჩვენ უნდა გავითავისოთ, მესმის, რომ რთულია, ზაფხულია და ყველას გვინდა უფრო მეტი თავისუფლება, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ადამიანთა ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხარჯზე,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ავტორი: Prime Time

X