
ზუგდიდში, სოფელ კიროვში, მდინარე ჯუმში დაკარგული მოზარდი, რომელსაც ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ, დღეს დილით გარდაცვლილი იპოვეს.
ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ სოფელ დარჩელში მერის წარმომადგენელმა დავით ბიგვავამ განუცხადა.
„ეს წუთია მყვინთავებმა იპოვეს ცხედარი მდინარე ჯუმში, რომელიც მდინარე ენგურს უერთდება, 100 მეტრში. მთელი ღამე მუშაობდნენ და წყალმაც დაიკლო. მოსულები არიან ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლები და ცხედრის ამოყვანის პროცედურა მიმდინარეობს“, – გვითხრა მან.
შეგახსენებთ, მოზარდი 13 ივლისს დაიკარგა, როდესაც იგი საქონლის გადასარეკად მდინარის მეორე ნაპირზე ცდილობდა გადასვლას.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ შემთხვევის დროს 15 წლის ბიჭი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა.























