
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ლოქდაუნზე და შეზღუდვების გამკაცრებაზე საუბარი დაიწყება იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ასცდება.
“როდესაც დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტს ასცდება, უკვე იქნება იმის ნიშანი, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ საუბარი “ლოქდაუნზე”, დახურვებზე, შემდეგ გამკაცრებებზე. ამ ეტაპისთვის ხდება ეპიდსიტუაციაზე დაკვირვება. ჩვენი მიდგომა არის, რომ მაქსიმალურად გავამკაცროთ აღსრულება და მონიტორინგი. ჩვენი სურვილია, ეფექტური მართვის პირობებში არ მოხდეს ეკონომიკის გაჩერება, რადგან ვიცით, რა შედეგი შეიძლება გამოიღოს ამან”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.






















