01:05 | 2020-05-24 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„ეს უკვე ნამდვილად ქაჯობა იყო“ – გოგა ჩანადირი საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას ფოტოებით გამოეხმაურა

„ეს უკვე ნამდვილად ქაჯობა იყო“ – გოგა ჩანადირი საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას ფოტოებით გამოეხმაურა

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი ქვეყანაში საგანგებო მდგომაროების და კომენდანტის საათის გაუქმებას ეხმაურება. ასევე, მის ობიექტივში დედაქალაქის ახმაურებული ქუჩების ფოტოები გამოჩნდა.

 

გოგა ჩანადირი-ს ფოტო.

 

წუხელ გაუქმდა კომენდანტის საათი.

 

გოგა ჩანადირი-ს ფოტო.

 

12 საათზე ეს ამბავი მეზობლის მანქანამ შემახსენა. ისე დააღმუილა, მივხვდი, რომ თავისუფლება მის სულს ისე მოსწყურდა, ვით დაჭრილ ირემს წყარო ანკარა.

 

გოგა ჩანადირი-ს ფოტო.

 

მერე ხმაურიანმა მოტოციკლებმა ჩამოიქროლეს. ფეირვერკის ხმებიც მომწვდა.

 

გოგა ჩანადირი-ს ფოტო.

 

გარეთ გამოვედი, რათა როგორც საგანგებო მდგომარეობის დაწყება, ისე დასრულება გადამეღო.

 

ამჯერად ქუჩები გამოცოცხლებული იყო. უმეტესად შეყვარებულები და სკოლადამთავრებულები სეირნობდნენ. ერთგან გოგო-ბიჭები მზესუმზირას ჭამდნენ და ძირს აფურთხებდნენ. რაღაცამ შემაკავა, რომ აღშფოთება დამემალა.

 

გოგა ჩანადირი-ს ფოტო.

 

უკვე 1-ლ საათზე რუსთაველის გამზირზე მანქანების ისეთი მოძრაობა იყო, ვიფიქრე, რაღაცას ვზეიმობთ-მეთქი.

ბოლოს ასეთი ხმაური მახსოვს „დინამოზე” შოტლანდიის ნაკრების დამარცხების შემდეგ.

 

გოგა ჩანადირი-ს ფოტო.

 

ყველაზე მეტად ის არ მომეწონა, რომ ნაწილი საბრძოლოდ გამოვიდა. მძღოლები ისე აბღმუვლებდნენ მანქანებს, რომ მძინარე ადამიანები სულ ფეხებზე ეკიდათ.

 

გოგა ჩანადირი-ს ფოტო.

ეს უკვე ნამდვილად ქაჯობა იყო.

იმედია, სხვების პატივისცემას ვისწავლით.

 

გოგა ჩანადირი-ს ფოტო.

 

და მაინც, ჩვენს ქალაქებს სიცოცხლე და სისავსე უხდება“, – წერს ფოტოხელოვანი.

 

გოგა ჩანადირი-ს ფოტო.

გოგა ჩანადირი-ს ფოტო.

გოგა ჩანადირი-ს ფოტო.

 

საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას საქართველო ახალი წელივით შეხვდა - ნახეთ ვიდეოები სხვადასხვა წერტილიდან
2020-05-23საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას საქართველო ახალი წელივით შეხვდა - ნახეთ ვიდეოები სხვადასხვა წერტილიდან

 

გაიგეთ, რა შემთხვევაში არ გადაიხდით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის გამოწერილ ჯარიმას
2020-05-23გაიგეთ, რა შემთხვევაში არ გადაიხდით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის გამოწერილ ჯარიმას
ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X