22:25 | 2021-11-07 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„ეს ურთიერთობებს ძაბავს და აუარესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას“ – მიხეილ ცაგარელი მოსახლეობას აფრთხილებს

„ეს ურთიერთობებს ძაბავს და აუარესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას“ – მიხეილ ცაგარელი მოსახლეობას აფრთხილებს

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მომდევნო კვირის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს და რეკომენდაციით მიმართავს. მისი თქმით, ორშაბათიდან შედარებით რთული დღეები იწყება და ამიტომ ყველას მეტი თავშეკავება და წინდახედულობა მართებს, რადგან დედამიწა უარყოფით ენერგოველშია და ეს ურთიერთობებს მეტად ძაბავს.

 

„8-14 ნოემბრის შუალედში ტენდენციები ნეგატირუია, დედამიწა უარყოფით ენერგოველშია. ეს ურთიერთობებს ძაბავს, აუარესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას და ადამიანებში საერთო ენერგეტიკას.  გარდა ამისა, ცის კაბადონზე გარკვეული კოსმიური შტურმია.

 

ცის კაბადონზე დაპირისპირებულია მზე, პლანეტა მერკური, მარსი, როგორც სატურნის პლანეტასთან, ასევე პლანეტა ურანთან, კიდევ მეტად ძაბავს ურთიერთობებს, აღვივებს კონფლიქტებს, აღვივებს ემოციურ აგრესიას, ყველას გაქვთ ცოტა მეტი თავდაჭერის, მოთმინების, წინდახედულობის, სიფრთხილის გამოვლენა ურთიერთობებში. არ აყვეთ სხვადასხვა სახის პროვოკაციას, რომელთა ალბათობა ამ პერიოდში საკმაოდ მაღალია. ვეცადოთ, ცოტა მეტი დრო და ყურადღება საკუთარ ჯანმრთელობას დავუთმოთ. ნუ გადავიღლებით და გადავიტვირთებით“, – ამბობს ცაგარელი.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

ვინ არის ქართველი ქალი, რომელმაც რუსეთს 1 მილიარდი რუბლი მოპარა

 

ქართველმა ემიგრანტებმა მიხეილ სააკაშვილს ფაფა და ლიმონათები გაუგზავნეს

 

„სამი წლის შვილი დარჩა“ – ვინ არის თემქაზე ბუნებრივი აირით გარდაცვლილი 27 წლის გოგო

 

პროდუქტები, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი იღებს – პენიტენციური სამსახური ფოტოებს ავრცელებს 

 

სამსახურებიდან არავაქცინირებული ადამიანები გათავისუფლდებიან, ვეღარ შევლენ კაფეებში, რესტორნებსა და სალონებში – ზაზა წერეთელი

 

„არ მინდა დავიჯერო, რომ სანდრა ცრუობდა” – რას ახსენებენ სააკაშვილის მეუღლეს

 

გახდება თუ არა 60 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო – ამირან გამყრელიძის პასუხი

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X