19:17 | 2021-06-18 ავტორი: Prime Time

ეს ვაქცინა განაყოფიერების უნარს არ აქვეითებს – ბიძინა კულუმბეგოვი უახლესი კვლევის შედეგებზე

ეს ვაქცინა განაყოფიერების უნარს არ აქვეითებს – ბიძინა კულუმბეგოვი უახლესი კვლევის შედეგებზე

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში ახალი კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

 

ამერიკაში ჩატარებული კვლევის თანახმად, ფაიზერისა და მოდერნას ვაქცინები მამაკაცებში სპერმის ხარისხსა და განაყოფიერების უნარს არ აქვეითებს.

 

„ამერიკაში ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ mRNA ვაქცინების (ფაიზერი, მოდერნა) გამოყენების შემდეგ სპერმის ხარისხს და შესაბამისად მამაკაცის განაყოფიერების უნარს არაფერი ემუქრება! ლოკალურ და საერთაშორისო ანტივაქსერებს კიდევ ერთი დიდი იარაღი ხელიდან გამოეცალათ, ვწუხვარ”, – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

 

ასევე ნახეთ: „ამ დროისთვის ჩანს, რომ ის საკმაოდ გადამდებია!“ – ფხაკაძე კორონავირუსის კიდევ ერთ ახალ ვარიანტზე, რომელიც პერუში დაფიქსირდა

 

 

ავტორი: Prime Time

X