
Apple TV+-ის ეთერში გავა დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით „მე, რომელსაც არ იცნობ“. ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერები პრინცი ჰარი და ოპრა უინფრი არიან.
ინტერნეტში უკვე გავრცელდა პირველი თრეილერი, სადაც პრინცი ჰარი და ოპრა უინფრი ერთმანეთის პირისპირ სხედან.
საინტერესო კი გახდა მომენტი, როდესაც მოულოდნელად კადრში მეგან მარკლი ჩნდება.
მეგანი მეუღლესთან მაშინ მიდის, როდესაც ჰარი ონლაინ ინტერვიუს იძლევა. თრეილერიდან ეს სახალისო კადრი უკვე ძალიან პოპულარული გახდა.
დოკუმენტური ფილმი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე მოგვითხრობს და მასში არაერთი ვარსკვლავი იღებს მონაწილეობას.






















