00:18 | 2021-03-14 ავტორი: Prime Time

ესეც თქვენი სანაქებო კაცი, მალე ყველა გაიგებს ვინაა სინამდვილეში – რაში ადანაშაულებს ბაია პატარაია ბასილაშვილს

ესეც თქვენი სანაქებო კაცი, მალე ყველა გაიგებს ვინაა სინამდვილეში – რაში ადანაშაულებს ბაია პატარაია ბასილაშვილს

უფლებადამცველი ბაია პატარაია დოჰას ტურნირზე გამარჯვების შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმოთქმულ სიტყვას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

ბაია პატარაია ბასილაშვილის მეუღლის ადვოკატის, ანა აბაშიძის სტატუსს აზიარებს და ჩოგბურთელს შვილისთვის ალიმენტის არ გადახდაში ადანაშაულებს.

 

“ესეც თქვენი სანაქებო კაცი, შვილს სახლს ართმევს სასამართლოთი და წელიწადნახევარია ალიმენტს არ უხდის ბავშვს. ასევე, სასამართლოთი აქვს აკრძალული შვილთან მიახლოვება – ნეტა რატო?
პ.ს. არაიურისტებისთვის დავამატებ, რომ ალიმენტის არგადახდა ეკონომიკური ძალადობის ფორმაა.
პ.პ.ს. მალე ყველა გაიგებს ვინაა ეგ კაცი სინამდვილეში”, – წერს ბაია პატარაია.

 

ცნობისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილი მეუღლეზე, ნეკა დოროყაშვილზე ძალადობაშია ბრალდებული. ჩოგბურთელი ცოლს 2020 წელს დაშორდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ისტორიული მატჩიდან შვილს და ქართველ გულშემატკივრებს მიმართა

ავტორი: Prime Time

X