21:17 | 2020-05-05 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ეშმაკს არ სძინავს – ამირან გამყრელიძე პასუხობს კითხვას, ხომ არ იყო საქართველოში კორონავირუსი დეკემბერში

ეშმაკს არ სძინავს – ამირან გამყრელიძე პასუხობს კითხვას, ხომ არ იყო საქართველოში კორონავირუსი დეკემბერში

კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა კორონავირუსი საქართველოში ჯერ კიდევ დეკემბერში ყოფილიყო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი ამბობს, რომ დეკემბერ-იანვარში უკვე ტესტირებული ნიმუშები დაიტესტა SARS-CoV2-ის ვირუსზე და არც ერთ მათგანში კორონავირუსი არ დაფიქსირებულა.

 

„დეკემბერ-იანვარში ტესტირებული ნიმუშები ჩვენთან ხელმეორედ გადაიტესტა მათ შორის SARS-CoV2-ის ვირუსზე.

 

დეკემბრიდან მოყოლებული ყველა ნიმუში, რომელიც ტესტირებული იყო გრიპზე, ასევე შემდგომში დაიტესტა SARS-CoV2 ვირუსზე და არც ერთ მათგანში, ვიდრე 23 თებერვლამდე, ვიდრე პირველი შემთხვევა დავარაგისტრირეთ საქართველოში, კორონავირუსი არ დაგვიჭერია, არ გამოვლენილა და ეს არის ერთ-ერთი მტკიცებულება იმისა, რომ მანამდე ჩვენს ქვეყანაში SARS-CoV2 არ დაფიქსირებულა“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

 

ამავე კითხვაზე პასუხისას, დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დასძინა:

 

„თუმცა ეშმაკს არ სძინავს, დღესაც გავრცელდა ინფორმაცია საფრანგეთზე თითქოს დაადასტურეს, რომ მანამდე იყო საფრანგეთში“

ბოლო მონაცემებით:

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 604-მდე გაიზარდა.

 

მათგან, გამოჯანმრთეელდა 240 პაციენტი.

 

საქართველოში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა.

 

კარანტინის რეჟიმში – 5260

 

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 553

 

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3.

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X