09:13 | 2020-03-15 ავტორი: Prime Time

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლეს ახალი კოროვირუსი დაუდასტურდა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლეს ახალი კოროვირუსი დაუდასტურდა

ესპანეთის მთავრობის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩეს მეუღლეს ახალი კოროვირუსი დაუდასტურდა.

 

„პრემიერ-მინისტრი და მისი მეუღლე თავს კარგად გრძნობენ და ლა მონკლოს რეზიდენციაში რჩებიან“- აცხადებენ მთავრობაში.

 

ესპანეთის მთავრობის ორ წევრს, თანასწორობისა და რეგიონალურ საქმეთა მინისტრებს, კორონავირუსი მიმდინარე კვირას დაუდასტურდათ, ისინი თავს კარგად გრძნობენ.

 

იტალიისა და საფრანგეთის შემდეგ, საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს ესპანეთის მთავრობა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი მოქალაქეებს მიმართავს, აუცილებლობის გარეშე სახლიდან არ გავიდნენ.

 

კორონავირუსის გამო ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი შეწყდა
2020-03-12კორონავირუსის გამო ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი შეწყდა

 

 

ავტორი: Prime Time

X