
ესპანეთში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 3 434-მდე გაიზარდა, რაც აღემატება ჩინეთში დაღუპულთა საერთო რაოდენობას.
ესპანეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში 738 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. ამჟამად ესპანეთი მსოფლიოში მეორე ქვეყანაა, სადაც COVID19-ით ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ბოლო მონაცემებით, ყველაზე მეტი გარდაცვლილი იტალიაშია.
ჩინეთში აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაიღუპა 3 287 ადამიანი, ხოლო იტალიაში 6 800-ზე მეტი ლეტალური შემთხვევაა.
ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში ახალი შემთხვევების საერთო რაოდენობა 20 პროცენტით გაიზარდა და 47 610 შეადგენს.






















