09:27 | 2020-03-26 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ესპანეთმა კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით ჩინეთს გაუსწრო

ესპანეთმა კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით ჩინეთს გაუსწრო

ესპანეთმა ახალი კორონავირუსით გარდაცვალების 3647 შემთხვევა დააფიქსირა და ამ მაჩვენებლით ესპანეთი იტალიის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

 

ქვეყანას ჯამში ინფიცირების 49515 შემთხვევა აქვს დაფიქსირებული.

 

ჩინეთში, სადაც ეპიდაფეთქება დაიწყო, ვირუსმა 3291 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

 

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს იტალიას – 7503.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X