18:47 | 2020-05-10 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ესპანეთში ბოლო 2 თვეში COVID-19-ით სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 

ესპანეთში ბოლო 2 თვეში COVID-19-ით სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 

ესპანეთში, ბოლო 2 თვის განმავლობაში, კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 143 ადამიანი გარდაიცვალა.

 

დღემდე ესპანეთში COVID-19-ით 26,621 ადამიანი დაიღუპა.

 

როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამსახურში აღნიშნავენ, ვირუსით სიკვდილიანობის ასეთი დაბალი დღიური მაჩვენებელი 18 მარტის შემდეგ არ ყოფილა.

 

ინფიცირებულთა საერთო რაოდენობით, ესპანეთი (264,663) მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ, მეორე ადგილზეა.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X