12:19 | 2020-03-24 ავტორი: ანეტი მიქელაძე

ესპანეთში სამხედროებმა მიტოვებული მოხუცთა თავშესაფარი იპოვეს

ესპანეთში სამხედროებმა მიტოვებული მოხუცთა თავშესაფარი იპოვეს

ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედროებმა, რომლებიც კარანტინის დროს ეხმარებიან პოლიციელებსა და ექიმებს, იპოვეს მიტოვებული მოხუცთა თავშესაფარი, სადაც რამდენიმე ადამიანი გარდაცვლილი დახვდათ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

 

არსებული ინფორმაციით თავშესაფრის თანამშრომლებმა მოხუცები მიატოვეს, მას შემდეგ რაც ერთ-ერთი მათგანს კორონავირუსი აღმოუჩნდა. ესპანეთის პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია.

 

ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლსმა განაცხადა, რომ იქნება მკაცრი და დაუნდობელი იმ ადამიანების მიმართ, ვინც მოხუცებულებს ასე მოქცნენ.

 

ბოლო მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსით 2,182 ადამიანი გარდაიცვალა.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X