15:15 | 2020-03-21 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ესპანეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე კორონავირუსით გარდაიცვალა

ესპანეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე კორონავირუსით გარდაიცვალა

ესპანეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ „ქრონიკას“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ უთხრა.

 

„არის ერთი ძალიან სამწუხარო ფაქტი ესპანეთში. საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მივიღეთ შეტყობინება, რომ ესპანეთში გარდაიცვალა ჩვენი თანამემამულე, ახალგაზრდა ქალბატონი. ონკოლოგიური დაავადება და ამავდროულად კორონავირუსი. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამჟამად კავშირშია როგორც შესაბამის უწყებებთან ესპანეთში, ასევე ოჯახთან, რათა მაქსიმალურად მოხდეს ამ ოჯახის ყოველმხრივ დახმარება“, – აღნიშნა იმნაძემ.

 

კორონავირუსით ესპანეთში რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. გარდაცვლილი ქართველი ქალი 74 წლის იყო. მას დიაბეტი, ასთმა და გულის ქრონიკული დაავადებაც აწუხებდა. გარდაცვლილი ესპანეთის ქალაქ კალაორაში ცხოვრობდა.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ერთი ესპანეთიდან არის შემოტანილი
2020-03-21კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ერთი ესპანეთიდან არის შემოტანილი

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X