
ვიზიარებთ საერთაშორისო დამკვირვებლების (OSCE/ODIHR) მიერ საქართველოში განახლებული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შეფასებას, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას რეინსალუ, სოციალურ ქსელ “ტვიტერში”, ოფიციალურ გვერდზე წერს.
მისი შეფასებით, საქართველოში არჩევნების მიმდინარეობისას ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლება დაცული იყო.
„ვიზიარებთ საერთაშორისო დამკვირვებლების (OSCE/ODIHR) მიერ საქართველოში განახლებული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შეფასებას.
საერთო ჯამში, ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლება დაცული იყო ქვეყანაში. დამატებითი ძალისხმევა იქნება საჭირო ნაკლოვანებების გამოსასწორებლად, განსაკუთრებით 22 ნოემბერს ჩანიშნული მე-2 რაუნდის წინ“,- წერს ურმას რეინსალუ.
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა ხორვატიის საგარეო უწყება. „მოხარული ვართ, რომ საქართველოში არჩევნების 1-ლი რაუნდი განახლებული საარჩევნო სისტემის საფუძველზე და ახალი კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად ჩატარდა“-, წერია განცხადებაში, რომელიც უწყების twitter-ში გამოქვეყნდა.






















