17:44 | 2020-05-27 ავტორი: თეონა ყაჭიური

„ეჭვი მაქვს, ექსკლუზიური უფლება მოიპოვეთ ჩვენი პარტნიორების თარგმნის“ – გახარია სალომე სამადაშვილს

„ეჭვი მაქვს, ექსკლუზიური უფლება მოიპოვეთ ჩვენი პარტნიორების თარგმნის“ – გახარია სალომე სამადაშვილს

„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ ბოლო დროს მოიპოვეთ ექსკლუზიური უფლება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თარგმნის“,- ასე მიმართა გიორგი გახარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ, სალომე სამადაშვილს.

 

გახარიას თქმით, პარტნირები საქართველოს მეგობრები არიან და რა „ნაციონალური მოძრაობის“.

 

„სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ეს უფლება თქვენ არ გაქვთ და ჩვენ უფრო მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს მათთან. გვარებს თუ ჩამითვლით ხოლმე თუ ობიექტურად შეაფასებთ ყველაფერს, თქვენ ჩვენზე უკეთესად იცით, რომ ეს ადამიანები არიან საქართველოს და არა „ნაციონალური მოძრაობის“ მეგობრები. სწორედ ისინი იქნებიან ისინი, რომლებიც აქამდე ობიექტურად აფასებდნენ ყვეალფერს“,- ამბობს გახარია. 

 

მან კვლევასთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რის შესახებაც მას სალომე სამადაშვილმა კითხვა დაუსვა.

 

„უაღრესად გამაკვირვა თქვენმა ციფრებმა. დამაინტერესა რა კვლევაზე საუბრობდით. მინდა გითხრათ, რომ უბრალოდ იტყუებით. ამ კითხვაზე პასუხი იყო შემდეგი:

 

გიორგი გახარიას რეაქცია, როდესაც მას თინა ბოკუჩავამ ჯალათი უწოდა (ვიდეო)
2020-05-27გიორგი გახარიას რეაქცია, როდესაც მას თინა ბოკუჩავამ ჯალათი უწოდა (ვიდეო)

 

„როგორ ფიქრობთ უნდა გახდეს თუ არა საქართველო ნატოს და ევროკავშირის წევრი მაშინაც კი თუ ეს რუსეთთან ურთიერთობას დაძაბავს და გამოიწვევს ომს?“- ამ კითხვის დროსაც კი მოსახლეობის 60% მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. საბედნიეროდ, არსებობს სხვა უფრო დამაჯერებელი კვლევებიც“,- განცხადა გიორგი გახარიამ.

 

სალომე სამადაშვილის ვერსიის მიხედვით, კვლევის მიხედვით მოსახლეობაში ნატოსკენ სწრაფვის მაჩვენებელი დაბალია.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X