20:40 | 2021-10-02 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ეჭვი მაქვს, შეიძლება ეს შედეგებიც გადაიხაროს კიდევ უფრო მეტად ოპოზიციის მხარეს – ზურაბ ჯაფარიძე

ეჭვი მაქვს, შეიძლება ეს შედეგებიც გადაიხაროს კიდევ უფრო მეტად ოპოზიციის მხარეს – ზურაბ ჯაფარიძე

არჩევნების დასრულების შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა პარტიის “გირჩი – მეტი თავისუფლება“ თავმჯდომარემ, ზურაბ ჯაფარიძემ.

 

“ეჭვი მაქვს, რომ შეიძლება ეს შედეგებიც კი გადაიხაროს კიდევ უფრო მეტად ოპოზიციის მხარეს. თბილისის გადატეხვა ნიშნავს წაგებას. თბილისის გადატეხვა ნიშნავს არჩევნების წაგებას, იმიტომ, რომ თბილისი არის ის ადგილი, სადაც ყველაზე ნაკლებად არის შესაძლებელი გაყალბება იმის გამო, რომ დაკვირვება არის ბევრად უფრო ინტენსიური. რეგიონებში ხდებოდა კატასტროფა მთელი დღის განმავლობაში,“ – აცხადებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

 

განცხადება გააკეთა მოძრაობა “დროას” დამფუძნებელმა, ელენე ხოშტარიამ, რომელმაც ხმების დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა.

 

“ძალიან მნიშვნელოვანია, დედაქალაქმა, რაც ჩვენ ახლა ვიცით, თქვა თავისი სიტყვა, ხალხი გამოვიდა და ქართული ოცნება დაამარცხა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. კოალიციამ დაამარცხა ქართული ოცნება დედაქალაქში. ახლა ჩვენი ყველას ამოცანა არის რომ დავიცვათ ხმები უახლოესი 2 საათის განმავლობაში. ჩვენ ახლა ყველა ვიშლებით უბნებში, ვიცავთ ხმებს,“ – ამბობს ელენე ხოშტარია.

 

ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X