18:05 | 2021-06-19 ავტორი: Prime Time

ეტიკეტის არცოდნას კიდევ გადაიტანს ადამიანი, აი, გონებაჩლუნგობას რა ეშველება? – მანჩო გიორგობიანი პრეზიდენტის ცნობილ ფოტოზე

ეტიკეტის არცოდნას კიდევ გადაიტანს ადამიანი, აი, გონებაჩლუნგობას რა ეშველება? – მანჩო გიორგობიანი პრეზიდენტის ცნობილ ფოტოზე

სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და რომის პაპის შეხვედრას ეხმაურება.

 

„მთავარი პრობლემა ნამდვილად არ არის დრეს-კოდის არცოდნა… ბევრად უფრო პრობლემატურია, პრეზიდენტს რომ დაინახავ შავებში შემოსილს რომის პაპთან, შავი თავსაბურავით.

 

და სანამ ერთ „პროსტინა“ დაცინვას გამოაცხობთ, მანამდე კი, ეჭვიც რომ არ გღრღნით , ტვინის ნაოჭიც რომ არ გიტოკდებათ ობიექტურად გაჩენილი კითხვისგან, რაიმე ლოგიკური მიზეზი ხომ არ არსებობს საამისოდ?!.

 

„ყველაფერზე ქილიკი არის სიგოიმე და ძალით ,,გამოსულობა”... ჩაცმა და სტილი არ ეშლება
2021-06-18„ყველაფერზე ქილიკი არის სიგოიმე და ძალით ,,გამოსულობა”... ჩაცმა და სტილი არ ეშლება" - პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებზე

 

ზოგადად, გაუნათლებლობა დიდი პრობლემაა, მაგრამ ეტიკეტის არცოდნას კიდევ გადაიტანს ადამიანი, აი, გონებაჩლუნგობას რა ეშველება?“,- ამბობს მანჩო გიორგობიანი.

 

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილისა და რომის პაპის შეხვედრას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოება პრეზიდენტის ჩაცმულობაზე ამახვილებდა ყურადღებას.

 

პრეზიდენტს რომის პაპთან შეხვედრისას პროტოკოლით გათვალისწინებული შავი ფერის სამოსი ეცვა.

ავტორი: Prime Time

X