
ეტყობა ამ პარტიებს ყველას ჰყავს ნახმარი მეუფე იაკობი და ამიტომ იყენებს ამ სიტყვას, საკუთარ თავს გულისხმობს, ბუნებრივია, – ასე გამოეხმაურა ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა, ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებას.
,,პარტიარქის სიტყვას ახმოვანებს მეუფე იაკობი, როდესაც გამოდის საპატრიარქოს ეზოში, მის დავალებას ასრულებს. ის ემსახურება ამ უწმინდურებას. ამ უზნეობას დაესმება წერტილი და უზრდელი ადამიანები წმინდა ეკლესიიდან განიკვეთებიან აუცილებლად, ამის პირობას ვაძლევ მას და საქართველოს მართლმადიდებელ ერს. უზრდელი ადამიანი მოდის პროვოკაციაზე, რომ მე რამე ჩავიდინო არაქრისტიანული, რა თქმა უნდა, მე ამ შეცდომას არ დავუშვებ, აღვესრულები ქრისტიანულად”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.
ცნობისთვის, ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი აცხადებს, რომ ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას პოლიტიკური პარტიები საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ.






















