
ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები შეაფასა. ანგარიშში საუბარი ქალ კანდიდატებზეც იყო.
„ქალები აშკარად არ იღებდნენ აქტიურ მონაწილეობას ამ კამპანიაში. მხოლოდ რამდენიმე ქალი იღებდა მონაწილეობას ამ კამპანიაში, ძირითადად ეს დედაქალაქში ხდებოდა. მერობის 10 კანდიდატიდან მხოლოდ 1 და მაჟორიტარობის 7 კანდიდატიდან მხოლოდ 1 იყო ქალი. სავალდებულოა, პროპორციულ სიებში ყოველ 3 კანდიდატში სულ მცირე 1 იყოს საპირისპირო სქესის წარმომადგენელი. ქალთა წილმა საერთო ჯამში ვერ მიაღწია 42,5%-ს“, – აღნიშნულია ანგარიშში, რომელიც ეუთო/ოდირის საარჩევნო-სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ალბერტ ჯონსონმა წარადგინა.
ასევე ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები და ვიდეოები






















